Friday, December 14, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:,,  სკოლის ეზოს  დასუფთავება".
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა დაასუფთაონ  სკოლის ტერიტორია და შეძლონ ნარჩენების დახარისხება(ბუნებრივი და ადამიანის მიერ ნაკეთები)
პროექტის აქტუალობა: გარემოს დაბინძურება აზიანებს მცენარეთა და ცხოველთა საარსებო გარემოს,ასევე დანაგვიანებულ ნიადაგს ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.
პროექტის მიზნები: მოსწავლე იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.
მოსწავლეთა ასაკი: 7–8 წლის  
პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები:  ,, ნაგვის სასაფლაოს შექმნა“
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ჰიგიენური ხელთათმანები,დიდი პარკები,ნიჩბები, ფოტო აპარატი, თაბახის ფურცლები. საწერ–კალამი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს შევთავაზოთ თამაში ,,ნადირობა ნაგავზე“,კლასი იყოფა ორ ჯგუფად,ურიგდებათ ხელთათმანები, მათ უნდა დაიარონ სკოლის ტერიტორია (დერეფანი,ეზო) შეაგროვონ დაყრილი და მიტოვებული ნარჩენები და ჩაყარონ პარკებში.მასწავლებლის მეთვალყურეობით ბავშვები ასრულებენ მიცემულ დავალებას და იკრიბებიან ეზოში დათქმულ ადგილას.შემდეგ ახარისხებენ თავიანთ შეგროვებულ ნაგავს ორ გროვად, რომელთაგან ერთი ბუნებრივი ნარჩენია, ხოლო მეორე ადამიანის ხელით ნაკეთები.დისკუსიის გამართვის შემდეგ მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებას , რომ საჭიროა  გავაკეთოთ ,,ნაგავის სასაფლაო“.გადავწყვიტეთ, რომ გავიდეთ სკოლის ეზოში და შევაჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც შევძლებთ ორმოების ამოთხრას დახარისხებული ნაგავისათვის.ფოტო აპარატით გადავუღოთ ნაგავს ფოტო, რათა წლის ბოლოს მოსწავლეებს შედარების საშუალება ჰქონდეთ–რა იყო და რა სახე მიიღო მიწაში ჩამარხულმა საგნებმა.მოსწავლეთა თითოეულმა ჯგუფმა ნარჩენების ჩამარხვის შემდეგ მოსწავლეები თაბახის ფურცელზე აფიქსირებენ:ა)ჯგუფის წავრების გვარებს. ბ)რა საგნები ჩამარხეს.გ) მათი აზრით რა სახეს მიიღებს ეს საგნები მიწაში.
ეროვნელ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნ.III.9 მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.                               ბუნ.III.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
   პროექტის ხელმძღვანელი:    ინგა ოჭორიშვილი                 ელ. ფოსტა ingabochorishvili@gmail.com